ახალი ამბები

გამოკითხულთა უმრავლესობა “იმედის” ახალ ამბებს ენდობა – IRI 

19 ნოემბერი, 2019 •
გამოკითხულთა უმრავლესობა “იმედის” ახალ ამბებს ენდობა – IRI 

IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ტელეკომპანია “იმედის” ახალ ამბებსა და პოლიტიკურ ინფორმაციას ენდობა.

ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციას სანდოდ მიიჩნევს IRI-ის გამოკითხულთა 39%. რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს “მთავარი არხი” 18%-ით, მესამეს კი – “რუსთავი 2” 13%-ით. გამოკითხულთა 6% “ტვ პირველის” ინფორმაციას ენდობა, საზოგადოებრივ მაუწყებელს და “პალიტრას კი – 2-2%.

გამოკითხულთა 25% ამბობს, რომ ყველაზე ხშირად “იმედის” ტელეშოუს “პირისპირ” უყურებს, 12% კი – “რეაქციას” “ტვ პირველზე”; “ღამის აქცენტები” და “ღამის მთავარი” 6-6%-ით მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებენ.


კვლევა 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის პერიოდში IRI-ის დაკვეთით და USAID-ის დაფინანსებით ჩაატარა Baltic Surveys/The Gallup Organization-მა. ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. ცდომილების ზღვარი არ აღემატება +/- 2.5 პროცენტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი