ახალი ამბები

აქციის დაშლისას, სავარაუდოდ, ირაკლი ნადირაძეც დააკავეს

18 ნოემბერი, 2019 • 633
აქციის დაშლისას, სავარაუდოდ, ირაკლი ნადირაძეც დააკავეს

პარლამენტთან აქციის დაშლისას, თვითმხილველების ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ნადირაძე დააკავეს.

მანამდე პოლიციელებმა დააკავეს ზუკა ბერძენიშვილი. თვითმხილველები ამბობენ, რომ ბერძენიშვილთან ერთად, სამართალდამცველებმა დააკავეს გიგა მაქარაშვილი და ზურაბ ჯაფარიძეც.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა შსს-ს. უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე ინფორმაცია განახლდება.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა – ვიდეო

მასალების გადაბეჭდვის წესი