ახალი ამბები

პოლიციამ აქციაზე ზუკა ბერძენიშვილი დააკავა – [ვიდეო]

18 ნოემბერი, 2019 • 1554
პოლიციამ აქციაზე ზუკა ბერძენიშვილი დააკავა – [ვიდეო]

პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლისას ზუკა ბერძენიშვილი დააკავა. ბერძენიშვილთან ერთად, თვითმხილველების ცნობით, ასევე დაკავებული არიან გიგა მაქარაშვილი და ზურაბ ჯაფარიძეც.

პოლიციამ და სპეცრაზმმა პარლამენტთან აქციის დაშლა დაახლოებით 17:00 საათისთვის დაიწყო. დაშლისას მათ გამოიყენეს წყლის ჭავლიც. სამართალდამველებმა ასევე დაშალეს კარვები, რომლებიც პარლამენტის შესასვლელებთან აქტივისტებმა და პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა გაშალეს. აქციის დაშლისას დააკავებულია რამდენიმე ადამიანი.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა – ვიდეო

მასალების გადაბეჭდვის წესი