ახალი ამბები

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში აქცია გაიმართა [ვიდეო]

4 მაისი, 2015 • • 1458
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში აქცია გაიმართა [ვიდეო]

“დაიცავი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი”, – ამ ლოზუნგით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წინ შეიკრიბა მოქალაქეების ნაწილი. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი საფრთხის წინაშეა.

 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიმართ განათლების სამისნიტროს აქვს ხისტი პოზიცია, რადგან უწყება ცენტრის დირექტორს თანაშრომლების გვერდის ავლით ნიშნავს.

 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კიდევ ერთი მოთხოვნა არის ავტონომიურობის დაცვა და კონსტრუციულობა სახელმწიფოს მხრიდან. ამ მოთხოვნების ადრესატი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე არის.

 

აქცია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. 04.05.2015
აქცია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. 04.05.2015

აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ბუბა კუდავამ განაცხადა, რომ იგი აპირებს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ გამოცხადებული დირექტორის შესარჩევ კონკურსში მიიღოს მონაწილეობა.

 

განათლების სამინისტროს ცნობით, 2015 წლის 16 თებერვალს გამოცხადდა კონკურსი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის პოზიციის დასაკავებლად. ხელნაწერთა ცენტრის თანამშრომლებმა კი 30 აპრილს პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ხელფასების მომატებასა და სხვა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

აქცია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. 04.05.2015
აქცია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. 04.05.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი