ახალი ამბები

შავგულიძის თქმით, პიკეტირების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, თუმცა ამაში პრობლემას ვერ ხედავს

17 ნოემბერი, 2019 • 1183
შავგულიძის თქმით, პიკეტირების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, თუმცა ამაში პრობლემას ვერ ხედავს

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი შალვა შავგულიძე ამბობს, რომ პარლამენტის პიკეტირების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია.

როგორც მან “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, ოპოზიციის ლიდერებს შორის გამართულ ყველა შეხვედრას ესწრებოდა, გუშინდელი შეხვედრის გარდა. აქედან გამომდინარე, შავგულიძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა ამ შეხვედრაზე გადაწყდა შენობის პიკეტირება.

“პიკეტირების შესახებ ჩემთვის ახლა გახდა ცნობილი. პიკეტირება სახელმწიფო ორგანოების ფუნქციონირების პარალიზება არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციონერი კოლეგები, ვინც ახლა ამას [პიკეტირებას] ახდენენ, ვინც შეთანხმდნენ, რომ ეს იქნება კანონის ფარგლებში. პიკეტირების უფლება ისეთივე უფლებაა, როგორც მაგალითად, შეკრების უფლება. ოპოზიციის მონაწილეობით შეხვედრებს ვესწრებოდი, თუმცა გუშინდელ შეხვედრას არ დავსწრებივარ. სამწუხაროდ, მისვლა ვერ შევძელი, თუმცა პიკეტირებაზე ინფორმაცია არ მიმიღია. შეიძლება ეს დღესაც გადაწყდა”,- ამბობს შავგულიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი