“მოვუწოდებ სხვა პარტიებს, ყველა ნაბიჯი შეათანხმონ ჩვენთან, სიურპრიზები არ იყოს”, – განაცხადა მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე.
მისი თქმით, ხელისუფლებამ ხალხს არჩევანის უფლება წაართვა პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებით და სწორედ ამიტომ დგას აქციაზე.
პარლამენტთან მრავალათასიანი დემონსტრაცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.