ახალი ამბები

ანონსი – 4 მაისი

4 მაისი, 2015 • 1161
ანონსი – 4 მაისი

10:00 საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტო ფორუმის – „სამმხრივი საპარლამენტთაშოროსო თანამშრომლობა: ახალი მიდგომები აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ასოცირების შეთანხმების მონაწილე ქვეყნებს შორის, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა“ გახსნა. თბილისი, პარლამენტის შენობა. ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი, C კორპუსი, V სართული.

 

10:20 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი სამმხრივი საპარლამენტთაშორისო ფორუმის მონაწილეებს მიმართავს. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი, C კორპუსი, V სართული  

 

10:30 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მანანა კობახიძე დაესწრება გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას – “გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა საქართველოში: კონტექსტი, მტკიცებულება, შედეგები და პრობლემის გადაჭრის გზები”.  თბილისი, სასტუმრო “ჰოლიდეი ინ”

 

11:00 ყოფილი სამართალდამცავი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს და ერთ-ერთი ყოფილი ცნობილი მაღალჩინის შესახებ სკალნდალურ დოკუმენტაციას წარმოადგენს.

 

11:30 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეხვედრა მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარის მოადგილესთან, დათუკ სერი რონალდ კიანდესთან. თბილისი, პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი

 

12:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი შოთა მალაშხია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მთავრობის ცვლილება და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები 

 

12:00 სახალხო დამცველი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს შეხვდება.
შეხვედრაზე განხილული იქნება სამხედრო მოსამსახურეთა უფლებრივი მდგომარეობა და თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის ახლადშექმნილი დეპარტამენტის საქმიანობა.

 

12:00 “პირველ პრესკლუბში” პროფესიული განათლების პროფკავშირების თავმჯდომარე დენის დავითაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საკადრო ცვლილებები მთავრობაში და რატომ არ ეხება არანაირი ცვლილება განათლების მინისტრ სანიკიძეს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

12:30 დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ ტყემალაძის შეხვედრა მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარის მოადგილესთან, დათუკ სერი რონალდ კიანდესთან. თბილისი, A კოპრუსი, ოთახი 306

 

12:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მთავრობის ცვლილება და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები

 

12:30  “პირველ პრესკლუბში” “ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საკადრო  ცვლილებები მთავრობაში, პრეზიდენტის პოზიცია, რიგის სამიტი. მისამართი:  წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

 

13:00 “პირველ პრესკლუბსი” ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე, პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საკადრო ცვლილებები მთავრობაში,  პრეზიდენტის პოზიცია, რიგის სამიტი. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს  ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

14:00 საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა. თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი.

 

15:00 პარლამენტის ბიუროს სხდომა. თბილისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი.

 

16:00 თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი