“ნახეთ პატრიარქის ნებისმიერი ეპისტოლე. ნებისმიერ თემებზე ახერხებს პატრიარქი საზოგადოების წინძღოლას და გაძღოლას, არა მარტო საეკლესიო ცხოვრების. ძალიან ბევრ მინიშნებებს აკეთებს და ძალიან ბევრ სასარგებლოს. ჩვენ გვყავს ძალიან საყვარელი და, რაც მთავარია, ბრძენი. მე ბრძენს ვეძახი ჩვენს პატრიქრქს, ჩვენ გვაქვს ეს ფუფუნება. მისი უწმუნდესობა ნამდვილად გახლავთ ბრძენი და ძალიან მრავალმხრივია მისი მინიშნებები საზოგადოების განვითარებაზე და დიდია როლი ეკლესიის. ყველაზე რთულ პერიოდში, თუ გნებავთ, უახლოესი 9 წლის განმავლობაშიც, ძალიან ბევრი გაჭირვებული მხოლოდ ეკლესიაში პოულობდა შვებას”.
ივანიშვილის განცხადებით, ეკლესიაში არსებულ გადაცდომებზე ღია მსჯელობა უნდა მიმდინარეობდეს;
“არ იმსახურებს არც პატრიარქი, რომელსაც მე ბრძენად შემთხვევით არ ვახსენებ, მისი უწმინდესობა, არც საერთოდ ჩვენი ეკლესია და ჩვენი კულტურა, იმას, რომ ჩვენ გვეშინოდეს ამ თემებზე საუბარი. არაფერი არ ხდება იქ ისეთი, რაზეც პასუხს ვერ გავცემენ ჩვენ და რასაც ღირსეულად ვერ აგვიხსნიან,”– განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი განცხადებით, ეკლესიაში არსებულ დარღვევებზე საუბარი მორწმუნეებს არ უნდა მოერიდოთ. ივანიშვილი ამბობს, რომ ჯანსაღი კრიტიკა დააბალანსებს იმ ადამიანების აქტიურობას, ვინც თავს ლიბერალებსა და დემოკრატებს უწოდებს, სინამდვილეში კი ქართულ კულტურას ებრძვის.
“ის, რომ ეკლესიის მსახურმა სიჩქარეს გადააჭარბა, დაარღვია და შეიძლება იმის იქითაც, ღმერთმა დაგვიფაროს, უბედურებაც მოხდა, ავარია მოახდინა, ვიღაც დააზიანა და ეს დავფაროთ, დავმალთ და არ ვთქვათ, არ არის სწორი. ჩვეულებრივად, ესენი ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან, ეს ჩვენ გვიყვარს და სიყვარულითვე, იმას, რასაც პატივს ვცემთ, რა თქმა უნდა, მასზე დისკუსია უნდა იყოს, მასზე მსჯელობა უნდა იყოს ერთადერთი მიზეზით, რომ ის იყოს უკეთესი, უფრო საყვარელი. ეს უნდა მოხდეს და არ უნდა ეშინოდეს მას, ვისაც სწამს და ვისაც უყვარს, ერიდებათ საუბრის. ეს მაქვს მხედველობაში, რომ არ უნდა მოგვერიდოს. ეს ჩვენი ეკლესიაა, თუ ჩვენ რამე არ მოგვწონს, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ მაგაზე. მაგრამ კრიტიკა და არა დისკრედიტაცია, მსჯელობა და არა დისკრედიტაცია. აი, ეს რომ შემოვა, აი, მათი საზოგადოების, ვინც ძალიან აქტიურიბენ და ცდილობენ, რომ ყველაზე დიდი დემოკრატები არიან ან ყველაზე დიდი ლიბერალები არიან და რეალურად ებრძვიან ქართულ ტრადიციას და კულტურას ძალიან ხშირად და დისკრედიტაციას ახერხებენ. ჩვენ ჯანსღი საუბრით, დისკუსიით და, თუ გნებავთ, კრიტიკითაც, ამ ნაწილს დავაბალანსებთ და სწორ გზას და სწორ მიმართულებას მივცემთ.
ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელ გადაცემაში სხვა კონფესიებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოში ამ მხრივ არ არსებობს დისკრედიტაცია, თუ “ამას ხელოვნურად ვინმე არ ააგორებს”. ივანიშვილის თქმით, ამას საქართველოს ისტორიაც ამტკიცებს.
“ჩვენ ძალიან ბევრი უნდა ვისწავლოთ ევროპელებისგან, გვაქვს ეს განცდა კიდეც, მაგრამ რაც შეეხება რელიგიურ შემწყნარებლობას და სხვა ტიპის ტოლერანტობას, შეიძლება ევროპამაც ჩვენგან ძალიან კარგი მაგალითები აიღონ. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ყველა განსცვავებულ რელიგიას,”– ამბობს ივანიშვილი.
