ახალი ამბები

თბილისში მე-5 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი იმართება

2 მაისი, 2015 • • 1408
თბილისში მე-5 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი იმართება

კონგრესის ორგანიზატორთა ინფორმაციით, კონგრესის მეხუთე სეზონზე აქცენტი კომპლექსური მიდგომისა და გუნდური მუშაობის სპეციფიკაზე კეთდება. ასევე, პარადონტოლოგიური მკურნალობის თავისებურებების გარშემო სტომატოლოგიის ყველა მიმართულება იქნება განხილული. კონგრესის დამსწრესთათვის მასტერ კლასებს ჩაატარებენ როგორც ქართველი, ისე აშშ-დან და ევროპიდან მოწვეული გამოცდილი მეცნიერები.

 

კონგრესის მიმდინარეობის პარალელურად იმართება სტომატოლოგიური მასალების, ინსტრუმენტების, პირის ღრუს მოვლის საშუალებებისა და ფარმმაცევტული კომპანიბის პროდუქციის გამოფენა.

 

“კონგრესის წევანდელი თემატიკა საკმაოდ მრავალფეროვანია. ღონისძიებაზე განხილული იქნება სტომატოლოგიის თითქმის ყველა მიმდინარეობა, ძირითადი ნაწილი კი დაეთმობა პარადონტოლოგიას”, – ამბობს სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” პრეზიდენტი, სტომატოლოგიური კლინიკა “ინდიგოს” ექიმი ნინო გვასალია.

 

“ეს კონგრესი ჩემთვის მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც საქართველოში ჩამოსულები არიან ძალიან მაღალი რანგის სპეციალისტები დასავლეთ ევროპიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ეს მეცნიერები თავიანთი ციტირების ინდექსის მიხედვით, გუგლის მონაცემებით, ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტები არიან”, – ამბობს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, კლინიკა “ალბიუსის” მენეჯერი ზურაბ ალხანიშვილი.

 

სტომატოლოგიური კლინიკა “ინდიგოს” დამფუძნებელი, ქირურგი იმპლანტოლოგი თათია ანდღულაძე კი მიიჩნევს, რომ სტომატოლოგებისთვის აუცილებელია მუდმივი პროფესიული ზრდა და განვითარება, რის გამოც მსგავსი საერთაშორისო კონგრესები მნიშვნელოვანია.

 

“მე პირადად კიდევ უფრო ამაყი ვარ იმიტომ, რომ ამ ღონისძიების ორგანიზატორებიც არიან “ინდიგოს” თანამშრომლები. კიდევ ერთხელ მადლობა კონგრესის ორგანიზატორებს სასიამოვნო გარემოსა და საინტერესო თემებისთვის”, – განაცხადა თათია ანდღულაძემ.

 

თბილისის მე-5 საერთაშორისო კონგრესი 3 მაისს დასრულლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი