არასრულწლოვნის მიერ პანკისის ხეობის დატოვების და სირიაში წასვლის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ ახმეტის მუნიციპალიტეტში. შინაგან საქმეთან სამინისტროში ” ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ არასრულწლოვანმა საზღვარი კანონიერად, მშობლების თანხმობით გადაკვეთა. შსს-ში “ნეტგაზეთის” შეკითხვას, რა გზით გადაკვეთა საზღვარი არასრულწლოვანმა, არ პასუხობენ.
პანკისიდან სირიაში გადასვლის უკანასკნელი შემთხვევა 2 აპრილს დაფიქსირდა: 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილმა და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილმა საქართველოს საზღვარი გადაკვეთეს და, როგორც მათი ახლობლები ვარაუდობენ, ისინი სირიაში საომრად გაემგზავრნენ.
სირიაში ამ დროისთვის საქართველოს ათამდე მოქალაქეა დაღუპული, ხოლო სხვადასხვა წყაროების ცნობით, სირიაში ISIS-ის რიგებში საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე იბრძვის.





