ახალი ამბები

რა დაეხმარება საქართველოს გახდეს NATO-ს წევრი – რას ამბობს სტოლტენბერგი

27 აგვისტო, 2015 • • 1190
რა დაეხმარება საქართველოს გახდეს NATO-ს წევრი – რას ამბობს სტოლტენბერგი

მისივე თქმით, ნატომ 2008 წელს ბუქარესტში გადაწყვიტა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი.

 

“ეს გადაწტყვეტილება, რა თქმა უნდა, ისევ ძალაშია. საქართველოს აქვს პროგრესი რეფორმების თვალსაზრისით. ვგულისხმობ მართლმსაჯულებას და რეფორმებს, რომელიც კანონის უზენაესობას უწყობს ხელს. მივესალმები ყველა ამ რეფორმას, ვინაიდან რეფორმები სასარგებლოა საქართველოსთვის, რომელიც მიისწრაფვის ნატოსკენ, ალიანსის სტანდარტების დაკმაყოფილებისკენ. ეს სტანდარტები გულისხმობს ღია, დემოკრატიული საზოგადოების შექმნას. ჩვენ მოხარული ვართ, რომ საქართველოს წინსვლას ვხედავთ. მეორე მხრივ, მივდივართ წინ მეორე მიმართულებითაც, ვზრდით ნატოს წარმომადგენლობას საქართველოში, ვატარებთ ერთობლივ წვრთნებს, გავხსენით ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი. ასევე გვაქვს არსებითი პაკეტი შექმნილი საქართველოსთვის. ყოველივე ეს არის გადამწყვეტი ნატოსკენ მიმავალი ქვეყნისთვის. 

 

კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი მათ მნიშვნელობას. საქართველო ასრულებს რეკომენდაციებს, ნატო ასრულებს დანაპირებს, ზრდის წარმომადგენლობას პარტნიორ ქვეყანაში. ამით აღრმავებს პარტნორობას საქართველოსთან. ჩვენ წინაშე საერთო ამოცანაა. 

 

მე არ შემიძლია წინასწარ საუბარი გადაწყვეტილებებზე, რომელიც ნატომ მომავალში უნდა მიიღოს. ნატო არის დემოკრატიული ალიანსი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვჭირდება კონსესუსი. 28 წევრი ქვეყანა შეთანხმებულად მოქმედებს, ალიანსის 28 წევრი უნდა იყოს თანახმა ახალი წევრის დაპატიჟებაზე და პარტნიორი ქვეყნისთვის MAP-ის მინიჭებაზე”, – აცხადებს ალიანსის გენერალური მდივანი. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი