ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში ქართველ ექიმს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს

15 ნოემბერი, 2019 • 3785
ცხინვალში ქართველ ექიმს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს

ნეტგაზეთის ინფორაციით, ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო დღეს, 15 ნოემბერს გაიმართა.

“გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

სხვა დეტალები, მათ შორის ბრალთან დაკავშირებით, ჯერ ცნობილი არ არის.

“აღნიშნულთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად”, – აცხადებენ სუს-ში.

რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტია.

ოსურმა მხარემ გვაცნობა, რომ გაფრინდაშვილმა განზრახ გადაკვეთა ადმინისტრაციული ხაზი – EUMM

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი