ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გაფუჭებული ტექნიკის გამო ცხინვალის რადიოტალღაზე ქართული რადიო მაუწყებლობს

15 ნოემბერი, 2019 • 1617
გაფუჭებული ტექნიკის გამო ცხინვალის რადიოტალღაზე ქართული რადიო მაუწყებლობს

“სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო რადიო “Ир-FM”, რომელიც 102.3 FM სიხშირეზე მაუწყებლობდა, უკვე სამი თვეა ქართულმა რადიოსადგურით ჩანაცვლდა”, – ამის შესახებ ცხინვალის პრესის კომიტეტი საუბრობს.

ოსური მხარის ცნობით, ხარვეზები ოსურ რადიოარხზე აგვისტოს დასაწყიში დაიწყო და 7 აგვისტოს მთლიანად ერთ-ერთმა ქართულმა რადიომ ჩაანცვლა.

“ცხინვალელი რადიომსმენელის საყვარელ არხზე  ახლა ქართული მუსიკა ისმის. უკვე მესამე თვეა, რესპუბლიკა პრობლემის გადაჭრას ცდილობს”.

როგორც კომიტეტში აცხადებენ, პრობლემის შესახებ თავად პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვსაც ეცნობა.

“როგორც ირკვევა, პრობლემა მოძველებულ აპარატურაშია და ოთხი ახალი გადამცემის ყიდვის შესაძლებლობა ამ ეტაპზე რესპუბლიკას არ გააჩნია. შესაბამისად, როდის ამუშავდება ერთადერთი სახელმწიფო რადიო არხი ცხინვალში, გაურკვეველია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი