ახალი ამბები

ბოკერია: ყველა გზა არის უკვე ლეგიტიმური

14 ნოემბერი, 2019 • 592
ბოკერია: ყველა გზა არის უკვე ლეგიტიმური

“ვადამდელი არჩევნები, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ამ სტატუს-კვოს პირობებში არჩევნების არ  ჩატარება”, – ეს მოთხოვნები “ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ყველა ოპოზიციური პარტიის და საზოგადოების მოთხოვნაა. მან ასევე განაცხადა, რომ უკვე “ყველა გზა არის ლეგიტიმური”.

“ყველა გზა არის ლეგიტიმური ივანიშვილის ამ გადაწყვეტილების შემდეგ. მე ძალიან ფრთხილი ვარ ხოლმე გადაწყვეტილებებში, ყოველთვის ვსაუბრობ ხოლმე, რომ არჩევნების გზაზეა საუბარი, მაგრამ ამ კაცმა [ივანიშვილმა] თვითონ გადაიყვანა ყველაფერი რადიკალურ სცენარში და  მოახერხა რადიკალურად დაპირისპირებული ჯგუფების გაერთიანება”.

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია ვადამდელი არჩევნები პროპორციული სისტემით, მაშინ როცა უმრავლესობამ დღეს ჩააგდო პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების პროექტი, ბოკერიამ განაცხადა:

“უნდა ვაიძულოთ საზოგადოებრივი პროტესტით, როგორც მოხდა თავის დროზე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი