ახალი ამბები

“უნდა დავფიქრდე…” – რას აპირებს კაკი ზოიძე

14 ნოემბერი, 2019 • 1343
“უნდა დავფიქრდე…” – რას აპირებს კაკი ზოიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კაკი ზოიძე ამბობს, რომ უმრავლესობის დაშლა არ შეიძლება, რადგან პოლიტიკური სისტემის სტაბილურობა მნიშვნელოვანია, თუმცა თავის პირად გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ფიქრობს. ამის შესახებ ზოიძემ ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა.

როგორც ზოიძე ამბობს, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო, ამ დროისთვის რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

“ვერ გავაკეთებ ახლა განცხადებას, ვარ ფიქრში, მჭირდება დალაპარაკება გარკვეულ საკითხებზე…”.

შეიძლება, რომ დატოვოთ უმრავლესობა? – ამ კითხვას ზოიძე პასუხობს:

“მე რაღაცები მაქვს ჯერ გასარკვევი და საერთოდ მაგ თემაზე ამ ეტაპზე  მსგავსი გადაწყვეტილება არ არსებობს. მე მჭირდება რაღაცების გარკვევა და კოლგებთან საუბარი, იმ ხალხთანაც, ვინც მხარი დაუჭირა პროპორციულს და მათთანაც, ვინც არ დაუჭირა…”, – ამბობს ზოიძე და დასძენს, რომ გარდა პროპრციულის საკითხისა, სხვა თემაზეც არის საუბარი, თუმცა დეპუტატმა არ დააკონკრეტა, რაზე.

“მე უბრალოდ უნდა დავფიქრდე… ბევრ რაღაცაზე კითხვები მაქვს, რომელზეც პასუხები უნდა მივიღო და განვსჯი , რა და როგორ.  მე მიმაჩნია, რომ გუნდის ერთიანობა… პოლიტიკური სტაბილურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. უმრავლესობის დაშლა არაფრით შეიძლება, უბრალოდ, მე ჩემს პირად გადაწყვეტილებაზე მაინტერესებს რაღაცების გარკვევა არა მხოლოდ ახლა, არამედ 2020 წლის შემდეგაც”, – უთხრა ზოიძემ ნეტგაზეთს.

მას შემდეგ, რაც დღეს პარლამენტმა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაპირებული საარჩევნო რეფორმა ჩააგდო, უმრავლესობა 8 დეპუტატმა დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი