ახალი ამბები

მარიამ ჯაშმა უმრავლესობა დატოვა

14 ნოემბერი, 2019 • 1703
მარიამ ჯაშმა უმრავლესობა დატოვა

მარიამ ჯაშმა საპარლამენტო უმრავლესობის რიგები დატოვა. ამის შესახებ მან პარლამენტში განაცხადა.

ჯაშის თქმით, პროპორციული არჩევნების საკითხი პრინციპული იყო. მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო, რომ “ქართულ ოცნებას” შეესრულებინა ის დაპირება, რომელიც ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას მისცა.

ჯაშის თქმით, დღეს სამომავლო გეგმებზე ვერ ისაუბრებს. ის აპირებს კონსულტაციებს იმ დეპუტატებთან, ვინც დღეს უმრავლესობიდან წავიდა. დეპუტატის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ დარჩეს დამოუკიდებელ დეპუტატად, როგორც მაჟორიტარი.

ის ასევე ტოვებს განათლების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციასაც. მარიამ ჯაში მე-8 დეპუტატია, ვინც დღეს უმრავლესობიდან წავიდა.

ჩუგოშვილმა და კიდევ ექვსმა დეპუტატმა “ოცნება“ დატოვეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი