ახალი ამბები

მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს [ვიდეო]

14 ნოემბერი, 2019 • 842
მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს [ვიდეო]

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი [სამანქანო გზა] გადაკეტეს. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტმა ჩააგდო ბიძინა ივანიშვილის მიერ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაპირებული საარჩევნო რეფორმა.

რუსთაველზე შეიკრიბნენ “სირცხვილიას” აქციების მონაწილეები, ასევე, ოპოზიციური პარტიების ლიდერები. აქციის ორგანიზატორები მასშტაბურ აქციას 19:00 საათიდან აანონსებენ.

დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო.

ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი