ახალი ამბები

ვერ ავუხსნი პარტნიორებს, ეს შედეგი რატომ დადგა – ჩუგოშვილი

14 ნოემბერი, 2019 • 1014
ვერ ავუხსნი პარტნიორებს, ეს შედეგი რატომ დადგა – ჩუგოშვილი

თამარ ჩუგოშვილის თქმით, ვერ აუხსნიდა საერთაშორისო პარტნიორებს, რატომ ჩავარდა პროპორციული საარჩევნო სისტემა.  იგი რამდენიმე თვის განმავლობაში ეუბნებოდა მათ, რომ საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემა გაუქმდებოდა:

“შედეგი დადგა ისეთი, როგორიც დადგა და მე ამაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ. მაქვს პასუხისმგებლობა აღებული ძალიან ბევრი ადამიანის წინაშე. თვეების განმავლობაში საზოგადოებას ვარწმუნებდით, რომ ეს გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. მაქვს ურთიერთობა ამ ქვეყნის უამრავ პარტნიორთან… თითოეულ მათგანს ვარწმუნებდი, რომ ეს გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. აქედან გამომდინარე, ვერ შევძლებ მათთვის ახსნას, ეს შედეგი რატომ არ დადგა. ვერ შევძლებ იმის ახსნას, რომ აი, მაჟორიტარები აბუნტდნენ”, – აცხადებს ჩუგოშვილი.

როგორც მან “ტვ პირველს” უთხრა, 13 და 14 ნოემბერს გამართულ უმრავლესობის სხდომებზე მკაფიოდ დააფიქსირა, რომ თუ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება მიღებული არ იქნებოდა, “ქართულ ოცნებას” დატოვებდა.

“კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე ჩავთვალეთ, რომ სხვა გზა აღარ გვქონდა. ამ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა, რომ იქნებოდა წითელი ხაზი, უმრავლესობაში ყველამ იცოდა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, [ჩემი წასვლა] სიურპრიზი არავისთვის იქნებოდა, რადგან ორი დღეა ამ საკითხზე ვლაპარაკობ”,-ამბობს ჩუგოშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ, თამარ ჩუგოშვილმა, სოფიო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ და ირინა ფრუიძემ “ქართული ოცნება“, საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს. საპარლამენტო უმრავლესობის შესახებ განაცხადა ზაზა ხუციშვილმაც. ამის მიზეზი დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის მიერ ჩააგდებული კანონპროექტია. საკანონმდებლო ორგანომ 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას მხარი არ დაუჭირა.

ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს – მიხეილ სააკაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი