ახალი ამბები

აქტივისტები მოსახლეობას პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდებენ

14 ნოემბერი, 2019 • 879
აქტივისტები მოსახლეობას პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდებენ

მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” ჩააგდო 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების პროექტი, სამოქალაქო აქტივისტები მოსახლეობას მასობრივი აქციებისკენ მოუწოდებენ.

როგორც სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, ისინი პარლამენტის ყველა შესასვლელთან გამართავენ აქციას და ეს აქციები იქნება პერმამენტული. აქტივისტების თქმით, ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” მოქალაქეები მოატყუეს, როდესაც მათ 20-21 ივნისის აქციების შემდეგ გასცეს დაპირება, რომ 2020 წელს არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდნენ.

დღეს 14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი 3-ის წინააღმდეგ.

ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა.

ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს – მიხეილ სააკაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი