ახალი ამბები

ეს არის ივანიშვილისა და მისი გარემოცვის პასუხისმგებლობა – ბოკერია ჩაგდებულ კანონპროეტზე

14 ნოემბერი, 2019 • 568
ეს არის ივანიშვილისა და მისი გარემოცვის პასუხისმგებლობა – ბოკერია ჩაგდებულ კანონპროეტზე

“დამანგრეველი ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის” – ასე აფასებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებას. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებამ ქვეყანაში მძიმე რეალობა შექმნა და ამაზე პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილია:

“ქართული დემოკრატიისთვის დამანგრეველი ნაბიჯი გადადგა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა. შეურაცხყოფა მიაყენა მთელ საზოგადოებას. არავის სჯერა ამ  სპექტაკლის. რაც მოხდა, არის ივანიშვილის პირადი და მისი უშუალო გარემოცვის პასუხისმგებლობა. ახლა ჩვენ გვექნება კონსულტაციები ჯერ ჩვენს გუნდში, შემდეგ- ოპოზიციასთან. ეს არის ცუდი რეალობა საქართველოსთვის, თუმცა ეს ცუდად დამთავრდება ივანიშვილისთვისაც. ამასთან, ამ ახალ რეალობაში არცერთი რადიკალური ნაბიჯი აღარ იქნება გამორიცხული”, – აცხადებს ბოკერია”.

დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო.

ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეოებისაგან თავი შეიკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი