ახალი ამბები

უმრავლესობა ხუციშვილმაც დატოვა

14 ნოემბერი, 2019 • 1363
უმრავლესობა ხუციშვილმაც დატოვა

ზაზა ხუციშვილი ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

ხუციშვილი ამბობს, რომ მისთვის მიუღებელი იყო პროპორციული სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდება.

“გადაწყვეტილება მივიღე, საპარლამენტო უმრავლესობა დავტოვე, ოცნების წევრი არ გახლდით, პარტიას ვერ დავტოვებ. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის მიუღებელია გამომდინარე იქიდან, რომ ეს გუნდური გადაწყვეტილება იყო, ინიცირებული იყო კანონპროექტი და პირდაპირ დარბაზში გავიგეთ, რომ თურმე 30-ზე მეტი ადამიანი მხარს არ უჭერს თავისსავე ინიცირებულ კანონპროექტს“, – ამბობს ხუციშვილი.

მანამდე უმრავლესობა და “ოცნება“ ექვსმა დეპუტატმა – დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ, თამარ ჩუგოშვილმა, სოფიო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ და ირინა ფრუიძემ – დატოვა.

ჩუგოშვილი განმარტავს, რომ ამ დეპუტატებისთვის პრინციპული საკითხი იყო პარლამენტის მიერ პროპორციული  არჩევნების დამტკიცება. კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ კი, მათი თქმით, ერთადერთი სწორი ნაბიჯი უმრავლესობისა და საპარლამენტო თანამდებობების დატოვება იყო.

ჩუგოშვილმა და კიდევ ექვსმა დეპუტატმა “ოცნება“ დატოვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი