ახალი ამბები

ნადირობა მამაკაცის არსში დევს – ზაზა ხუციშვილი

23 აპრილი, 2019 • 2797
ნადირობა მამაკაცის არსში დევს – ზაზა ხუციშვილი

მინდა გითხრათ, რომ ადამიანმა თავისთვის მტრულ გარემოში სწორედ ნადირობით და შეგროვებით გადაირჩინა თავი და ეს არის მისი პირველი პროფესია, რომელიც გენეტიკაში და მამაკაცის არსში დევს”, – ეს განცხადება უმრავლესობის დეპუტატმა, ზაზა ხუციშვილმა “TV პირველის” ეთერში გააკეთა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, ნადირობა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ნებადართულია და მას არცერთი წამყვანი რელიგია კრძალავს:

არც ქრისტიანობა, არც ისლამი ხორცის ჭამას, მით უმეტეს, არ კრძალავს. ამიტომ ნადირობასთან ბრძოლა არ მიმაჩნია სწორად. პირიქით, უნდა იყოს ეს ყველაფერი კანონმდებლობის და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ისე დარეგულირებული, რომ [კანონი] მუშაობდეს, როგორც მუშაობს ამერიკაში და ევროპის წამყვან ქვეყნებში”.

იმის დასასაბუთებლად, რომ ნადირობასთან ბრძოლა არაა სოწრი, ზაზა ხუციშვილს მაგალითად მოჰყავს საზოგადოებისთვის ცნობილი მონადირეები: ფოლკნერი, ჰემინგუეი, რევაზ ლაღიძე და ა.შ.

ნადირობის თემა ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის არის მიუღებელი. როდესაც ამირჩიეს გარემოს და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, ძალიან დიდი აგრესია გამოიწვია ამან – როგორ შეიძლება, რომ გარემოს დამცველი იყოს მონადირეო. გარემო და ამ მიმართულებით ბიომრავალფეროვნება… ნადირობა არის მხოლოდ ერთი საკითხი და იქ არის უამრავი თემა. ასე არ შეიძლება ამ საკითს შევხედოთ”, – ამბობს დეპუტატი.

ზაზა ხუციშვილის თქმით, ნადირობის მოწინააღმდეგეები ყოველთვის უებნებიან, რომ ცხოველების მოკვლით მონადირეები უბრალოდ ერთობიან და ეს არის მათი ჰობი, რასაც დეპუტატი არ ეთანხმება:

ახლა აღდგომა მოდის და უამრავი ბატკანი მომზადდება ქართულ სუფრაზე. საახალწლოდ უამრავი გოჭი იკვლება. აი, ამიხსნას ვინმემ, რა მნიშვნელობა აქვს, თუკი სახეობის პოპულაციას არ ემუქრება საფრთხე? შედეგი არის იგივე, რომ ჩვენ ამას მოვიხმართ”.

პარლამენტში “სამონადირეო ტურიზმის” პოტენციალს განიხილავენ, რომელსაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ზაზა ხუციშვილი ლობირებს. სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ იყო მიწვეული უმრავლესობის დეპუტატი “TV პირველის” გადაცემა “საქმიან დაილაში”.

  • ქავერის ფოტოზე: დეპუტატი ზაზა ხუციშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი