ახალი ამბები

არაფერს გამოვრიცხავთ, დაწყებული არჩევნების ბოიკოტით – დავით ბაქრაძე

14 ნოემბერი, 2019 • 582
არაფერს გამოვრიცხავთ, დაწყებული არჩევნების ბოიკოტით – დავით ბაქრაძე

“უახლოეს დღეებში ჩვენ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად განვიხილავთ ნაბიჯებს. არ გამოვრიცხავ არაფერს, დაწყებული არჩევნების ბოიკოტით… ჩვენი ნაბიჯები იქნება მკვეთრი”, – ეს განცხადება ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ გააკეთა.

“არ მიყვარს შეთქმულების თეორიები, მაგრამ წარმოუდგენელია საღი აზრის მქონე ადამიანმა დაიჯეროს, რომ მაგალითად, ანზორ ბოლქვაძე ან სავალან მირზოევი წავიდა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ან ძალიან ბევრი მაჟორიტარი, რომელიც ამ სიაშია. ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს იყო ორგანიზებული სცენარი, რომელზე პასუხისმგებელიც არის ბიძინა ივანიშვილი და “ოცნების” მმართველი ხელმძღვანელობაა”, – განაცხადა ბაქრაძემ.

დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო.

ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეოებისაგან თავი შეიკავა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი