ახალი ამბები

საბურთალოზე ავტოავარიას მძღოლი ემსხვერპლა

12 ნოემბერი, 2019 • 1170
საბურთალოზე ავტოავარიას მძღოლი ემსხვერპლა

საბურთალოზე ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გარდაცვლილი მიკროავტობუსის მძღოლი იყო, თუმცა აღნიშნავენ, რომ მიკროავტობუსი არც მუნიციპალური ყოფილა და არც ხაზზე მუშაობდა.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი