მსურველებმა საქართველოს მასშტაბით სოციალური მომსახურების სააგენტოში პირადობის მოწმობის ასლი, ფორმა 100 და ბოლოს ჩატარებული კვლევევბის შესახებ ინფორმაცია უნდა წარადგინონ.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თქმით. პირველ ეტაპზე მონაწილეობას სამი კლინიკა მიიღეებს და ის პაციენტები ჩაერთვებიან პროგრამაში, ვისაც ღვიძლი მძიმე მდგომარეობაში აქვთ.
“ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ეს სამი კლინიკა იქნება ჩართული C ჰეპატიტის ელიმინაციის პროცესში. დროთა განმავლობაში- შეიძლება ერთი კვირის შემდეგ მოხდეს, შეიძლება ორი კვირის შემეგ მოხდეს- სხვა კლინიკებიც ჩაერთვებიან. პირველ ეტაპზე ჩაერთვებიან ის პაციენტები, რომლებსაც ღვიძლის მდგომარეობა აქვთ ძალიან მძიმე. ეს არის F3, F4 დონის დაზიანება, თუმცა ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია”, – განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კავრაცხელიამ.
საქართველოს მთავრობა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგამას ახორციელებს, რომელიც ითვალისწინებს წელიწადში 20 ათასი პაციენტისთვის უფასო მკურნალობის პროგრამას. პრემიერ-მინბისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პრეპარატით მკურნალობა, ჯამში, 2 მილიარდი დოლარის ხარჯებს გულისმხმობს.
საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ კომპანია “გილეადმა” საქართველოს მედიკამენტი უსასყიდლოდ გადასცა.
