რესპუბლიკის მოედანზე სკულპტურა დაიდგა, რომელიც კეთილდღეობას და სიახლეს გამოხატავს

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქანდაკება – N’Uovo გაიხსნა. როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, სკულპტურა იტალიში მცხოვრებმა ქართველმა მოქანდაკე პრასტომ, ვაჟა მიქაბერიძემ შექმნა და თბილისის მერიას გადასცა.

დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ქანდაკება N’Uovo აბსტრაქტული კომპოზიციაა, რომელიც კეთილდღეობას, მომავლის ნაყოფიერებასა და სიახლის სიმბოლოს გამოხატავს.

ხუთმეტრიანი ქანდაკება მოძრავია და ქარის ზემოქმედების საშუალებით ტრიალებს.

პრასტო (ვაჟა მიქაბერიძე) თბილისში 1967 წელს დაიბადა. 1984-1992 წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. 1993 წელს იგი საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა და 1993-1995 წლებში სწავლა ფლორენციაში, რიაჩის აკადემიაში განაგრძო. ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს იტალიის ქალაქ პიეტრასანტაში.

თბილისში, ბამბის რიგში განთავსებული ფარაჯანოვის ბიუსტის შემდეგ, N’UOVO ავტორის მეორე ქანდაკებაა, რომელიც დღეიდან, ქვეყნის დედაქალაქს დაამშვენებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.