ახალი ამბები

ოჯახში ძალადობაში ბრალდებულს წლითა და სამი თვით პატიმრობა მიესაჯა

10 ნოემბერი, 2019 • 1511
ოჯახში ძალადობაში ბრალდებულს წლითა და სამი თვით პატიმრობა მიესაჯა

ოჯახში ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებულს სასამართლომ ერთი წლითა და სამით თვით პატიმრობა მიუსაჯა. ინფრომაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ინფორმაიით,მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2019 წლის 23 თებერვალს და 20 მარტს ახმეტაში, ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ  – ლ.ნ-ს. გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ის 2017 წლის მაისიდან ლ.ნ-ს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.

სამართალდამცველებმა პირი 2019 წლის 25 მარტს ახმეტაში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126′ მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით), 126′ მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი