ახალი ამბები

მაყურებლებს, რომლებმაც გუშინ “ამირანში” შესვლა ვერ მოახერხეს, ფილმის ნახვა დღეს შეუძლიათ

9 ნოემბერი, 2019 • 1101
მაყურებლებს, რომლებმაც გუშინ “ამირანში” შესვლა ვერ მოახერხეს, ფილმის ნახვა დღეს შეუძლიათ

კინოთეატრების ქსელ “კავეას” ინფორმაციით, იმ ადამიანებს, რომლებმაც გუშინ “ამირანში” ფილმზე “და ჩვენ ვიცეკვეთ” დასწრება ვერ მოახერხა, საშუალება ექნებათ დღეს, 19:30 და 22:00 საათებზე აღნიშნულ ფილმს დაესწრონ. კინოთეატრების ქსელის პრესამსახურის ცნობით, ისინი აქტიურად ითანამშრომლებენ სამართალდამცავ ორგანოებთან:

“ყველაზე დიდი დაძაბულობა იყო კინოთეატრ ამირანის წინ, სადაც ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, რომ კინოში მოსულმა რამოდენიმე ადამიანმა ფიზიკური ტრამვები მიიღო. ასევე, დღეს დილით ადგილი ქონდა ვანდალიზმს “ამირანის” მიმართ. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ბილეთის მფლობელმა ადამიანებმა კინოთეატრში მოსვლა ვერ მოახერხეს. ჩვენ ყველა მათგანს, ვისაც გუშინდელი სეანსის ბილეთი ჰქონდა შეძენილი,მაგრამ ვერ შეძლო ამირანში ფილმზე დასწრება მიმდინარე მოვლენების გამო,დღეს ვიწვევთ კინოთეატრში.

გთხოვთ, დარბაზში კუთვნილი ადგილების უსაფრთხოდ და დროულად დაკავების მიზნით, ისინი, ვინც ბილეთები შეიძინა დღეს 8-ის ნახევრიან სეანსზე, კინოში მოხვიდეთ 6 საათიდან. იმედს გამოვთქვამთ, რომ დღეს და ხვალ დაგეგმილი სეანსები მშვიდ გარემოში ჩაივლის,რისთვისაც ჩვენ კვლავაც აქტიურად ვითანამშრომლებთ სამართალდამცავ ორგანოებთან ისევე ეფექტურად და კოორდინირებულად, როგორც გუშინ” – წერია კინოთეატრების ქსელის მიერ ნეტგაზეთისთვის მოწოდებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი