საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვევა

11 ნოემბერს საქართველოს ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი ეწვევა, რაც  ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს მოახლოებულ თავჯდომარეობას უკავშირდება.

ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელთან გამართავს. გამართავს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარები  საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. ასევე, საუბარი შეეხება საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებს.

ვიზიტის დროს დაგეგმილია ევროპის საბჭოს 70 წლისთავისა და ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებით შექმნილი საიუბილეო მონეტის პრეზენტაცია და გაიმართება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმის ოფიციალური პრეზენტაცია.

2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმა  ევროპის საბჭოსა და ქართული მხარის თანამშრომლობით მომზადდა და მიზნად  საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან ადამიანის უფლებათა დაცვის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის მიმართულებით კიდევ უფრო მეტად დაახლოებას ისახავს.

2019 წლის ნოემბერში საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. მინისტრთა კომიტეტი ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოა, რომელიც თითოეული წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა ან სტრასბურგში მათი მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლებისგან შედგება. ის განსაზღვრავს ევროპის საბჭოს პოლიტიკას, ამტკიცებს ორგანიზაციის ბიუჯეტს და საქმიანობის პროგრამას.

ამ თემაზე:

რიგითობა თუ რეფორმების აღიარება – რატომ ხდება საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე?

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.