ახალი ამბები

საქართველოს მთავრობა ბელორუსში ოფიციალურ ვიზიტს გეგმავს

24 აპრილი, 2015 •
საქართველოს მთავრობა ბელორუსში ოფიციალურ ვიზიტს გეგმავს

ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბელორუსის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში წარმატებული უწოდა და აღნიშნა, რომ ის კარგად ორგანიზებული იყო. პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს არავითარი გზავნილი არ ჩამოუტანია და ყველაფერი საჯარო და გამჭვირვალე იყო.

 

„ეს იყო ძალიან კარგი, მეგობრული ვიზიტი და კარგი საფუძველი ჩაეყარა ჩვენს ქვეყნებს, ხალხებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას. ჩვენ მივიღეთ მიწვევა და საქართველოს მთავრობა გეგმავს, ოფიციალური ვიზიტით ეწვიოს ბელორუსს. ეს კიდევ უფრო წაადგება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებს – ეს იქნება სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები თუ სხვა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით ბელორუსის პრეზიდენტი ოფიციალურ ვიზიტს მართავს საქართველოში, რომელიც დღეს დასრულდება ბათუმში.

ალექსანდრე ლუკაშენკო და ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისი, 23.04.2015
ალექსანდრე ლუკაშენკო და ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისი, 23.04.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი