ახალი ამბები

სანდრო ბრეგაძე – “ქართული მარში” კინოთეატრში არ შევა

8 ნოემბერი, 2019 • 1232
სანდრო ბრეგაძე – “ქართული მარში” კინოთეატრში არ შევა

კინოთეატრ “ამირანთან” შეკრებილი ჯგუფების ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომ “ქართული მარში” კინოთეატრის შენობაში შეღწევას არ შეეცდება და ამაზე პასუხისმგებლობას თავად იღებს:

“ჩვენი პოზიციაა, რომ “ქართული მარშის” წევრები არ შევლენ კინოთეატრ “ამირანში” და არცერთი მონაწილე არ შევა კინოთეატრ ამირანში. მე, მაგალითად, მომხრე ვარ, რომ დავსხდეთ აქვე და გავმართოთ ჩვეულებრივი მშვიდობიანი მჯდომარე აქცია” ,- განაცხადა ბრეგაძემ

“ქართული მარშის” გარდა აქციაზე შეკრებილები არიან სხვადასხვა ულტრანაციონალისტური ჯგუფები, მათ შოის, ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები. დაუდგენელი პირები კი პიროტექნიკას აფეთქებენ, და კვლავ ცდილობენ კინოთეატრში შეღწევას. სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ ამ ადამიანებზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, თუმცა აქციის დაგეგმვამდე რისკები გააზრებული ჰქონდა:

“როდესაც აქციაზე ათასობით ადამიანი იკრიბება, რა თქმა უნდა, რთულია ყველას გაკონტროლება, მაგრამ მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ “ქართული მარშის” არცერთი წევრი არ შევა კინოთეატრ ამირანში”, – ამბობს ბრეგაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი