ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხინთბა: PACE აფხაზეთის მიმართ მუდამ მტრული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა

24 აპრილი, 2015 • • 1099
ხინთბა: PACE აფხაზეთის მიმართ მუდამ მტრული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა

“არაა ცნობილი, რა ტიპის რეკომენდაციებს შეიმუშავებს ახალი ქვეკომიტეტი, თუმცა ნათელია, რომ ეს რეკომენდაციები აფაზეთთან კავშირში არ იქნება”,– ამბობს ხინთბა. 

 

ხინთბას თქმით, აფხაზეთი არ არის PACE–ს წევრი. გარდა ამისა, ამ ორგანოს საქმიანობა აფხაზეთთან დაკავშირებით მუდამ გამოირჩეოდა მტრული დამოკიდებულებით. 

 

“ჩვენ გვახსოვს, რომ PACE არაერთხელ მოითხოვდა რუსეთისგან აფხაზეთის აღიარებაზე უარი ეთქვა, როგორ მილერძოებულად აფასებდა მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ რუსეთ–აფხაზეთის შეთანხმებას, რამდენად ცალმხრივი და მტრული იყო მათი ანგარიშები აფხაზეთში არსებული მდგომარეობის შესახებ”.

 

ეს ორგანო, მისი თქმით, ორთქლის გამოსაშვებად არის შექმნილი, რამდენადაც იქაც და ევროპარლამენტშიც ევროპული პოლიტიკის რადიკალური ძალებია კონცენტრირებული.
 
 
“თუ PACE გულწრფელ დაინტერესებას გამოხატავს ქართულ–აფხაზური სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების ნორმალიზაციაში, დიალოგი ყოველთვის შესაძლებელი იქნება”. 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას 
 
   

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი