ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქოს სასამართლომ კიდევ ერთ უფლებადამცველს პატიმრობა შეუფარდა

24 აპრილი, 2015 • • 1086
ბაქოს სასამართლომ კიდევ ერთ უფლებადამცველს პატიმრობა შეუფარდა

“პროკურორმა ჩემი 10 წლით პატიმრობა მოითხოვა. როგორი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება, არ ვიცი. იქნებ რვა, ან მთელი 10 წელიც. მე არავის ვადანაშაულებ, თუმცა ყველას ვუსურვებ დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრებას, სადაც ადამიანის უფლებებს პატივს სცემენ. მე ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის გამო დამაპატიმრეს”, – განაცხადა ინტიგამ ალიევმა სასამართლო პროცესზე მანამ, სანამ სასამართლო მას პატიმრობას შეუფარდებდა. 

 

აზერბაიჯანში მოღვაწე უფლებადამცველსა და იურისტს ინტიგამ ალიევს ბრალი რამდენიმე მუხლით ჰქონდა წარდგენილი – გადასახადებისგან თავის არიდების, უკანონო მეწარმეობისა და მითვისება/გაფლანგვის მუხლებით. 

 

ბაქოს სასამართლომ 16 აპრილს უფლებადამცველს, რასულ ჯაფაროვს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

 

ინტიგამ ალიევი, ფოტო :რადიო თავისუფლება
ინტიგამ ალიევი, ფოტო :რადიო თავისუფლება

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას 
   
   

 

მასალების გადაბეჭდვის წესი