“თქვენ ახლა თქვით, რომ საქართველოს რთული დრო უდგას. ამაზე თქვენს ხელისუფლებასთან შეხვედრისასაც აღვნიშნეთ. აღარ დავასახელებ იმ შეთანხმებებს, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ. ნებისმიერი თანამშრომლობის ფუნდამენტი ეს სავაჭრო ბრუნვაა, ეკონომიკაა. და თუ დღეისთვის ჩვენი სავაჭრო ბრუნვა მხოლოდ 65 აშშ მილიონ დოლარს შეადგენს [სასაცილო ციფრი], ეს სავაჭრო ბრუნვა საშუალო კომპანიებისაა, საშუალო ბიზნესმენებისაა. ჩვენ გუშინ და დღეს უკვე მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ეს რიცხვი 200 აშშ მილიონ დოლარამდე გავზარდოთ. კონკრეტულ შეთანხმებებზე კონტრაქტები გაფორმდა. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ სუსტი თანამშრომლობა არსებობდა წინა წლებში და ვნახეთ, რომ გვაქვს უამრავი პროდუქციაა, რომელსაც საქართველო საჭიროებს და ამავე ოდენობის – რომელიც ბელორუსს სჭირდება საქართველოდან. ჩვენ დავსხედით და მტკიცედ განვაცხადეთ, რომ ამ შეთანხმებებს მომავალი წლის განმავლობაში უნდა მივაღწიოთ”, – ეს განცხადება ლუკაშენკომ პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრის დროს, 23 აპრილს საპატრიარქოში გააკეთა.
ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო და მისი მთავრობის წევრები საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.





