“თქვენი ტკივილი თქვენს ერზე, საქართველოს მთლიანობის საკითხზე, ჩვენთვის ახლოა. მე არ ჩავუღრმავდები ამ საკითხის ისტორიას, თქვენ ის კარგად იცით, ასევე, ჩვენი პოზიციაც. ჩვენ ყველაფრს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა რაც შეიძლება მალე დაივიწყოს ეს დღეები და რაც შეიძლება მალე გადაფურცლოს უახლესი ისტორიის ეს მონაკვეთი.
ჭკვიანი ხალხი ვართ, ყველაფერი კარგად გვესმის. ჩვენ მომავლისკენ უნდა ვიმზიროთ. თქვენს სახელმწიფო მეთაურებთან ერთად შევთახმდით, რომ უახლოეს დროში ჩვენი ძალისხმევის მაქსიმუმს გამოვიყენებთ, სლავური და ჩვენი მოძმე ქართველი ერის საშუალებით, რომ დავძლიოთ ეს მოვლენები. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას შევძლებთ, ჩვენ ამას გავაკეთებთ და შემიძლია ამაში დაგარწმუნოთ”, – განუცხადა ლუკაშენკომ ილია მეორეს.
მანამდე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ბელორუსის პრეზიდენტს უთხრა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი რუსეთთან კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში ხელს უშლის და მიაჩნია, რომ ამ მხრივ, ბელორუსის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი მნიშვნელოვანი მოვლენაა.
“საქართველოს ამჟამად რთული პერიოდი უდგას. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია. აფხაზეთი და ცხინვალი ღია ჭრილობებია საქართველოს სხეულზე და თითოეული მოქალაქის გულზე. ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს იმიტომ, რომ ამის გარეშე არ შეიძლება იყოს კეთილი ურთიერთიერთობები და თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს, საქართველოსა და რუსეთს შორის. ვფიქრობ, თქვენი ვიზიტი მშვიდობის მომასწავლებელია და ვფიქრობ, ეს კეთილ ნაყოფს გამოიტანს ჩვენი სახელმწიფოებისთვის”, – განუცხადა ილია მეორემ ალექსანდრ ლუკაშენკოს.





