ახალი ამბები

მედოევს ავსტრიაში კონფერენციაში მონაწილეობა არ მიაღებინეს – სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო

7 ნოემბერი, 2019 • 1763
მედოევს ავსტრიაში კონფერენციაში მონაწილეობა არ მიაღებინეს – სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ მის ხელმძღვანელს, დიმიტრი მედოევს ავსტრიაში დაგეგმილ კონფერენციაზე გამოსვლის საშუალება არ მისცეს, რის მიზეზადაც „უსაფრთხოების საკითხები“ დაუსახელეს.

დე ფაქტო უწყება აცხადებს, რომ მედოევს ავსტრიაში 7-9 ნოემბერს დაგეგმილ კონფერენციაში უნდა მიეღო მონაწილეობა, სადაც ისაუბრებდა თემაზე: „სამხრეთ ოსეთი: ისტორია და თანამედროვე რეალობები“;

თუმცა, დე ფაქტო უწყების თანახმად, 6 ნოემბერს მას საზღვარზე განუცხადეს, რომ კონფერენციაში ვეღარ მიიღებდა მონაწილეობას „უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული კითხვების“ გამო.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო სამინისტროს ფეისბუკის გვერდის ცნობით, კონფერენცია, სახელწოდებით „მყარი ნაბიჯები სამხრეთ კავკასიაში არსებული ჩიხების დასაძლევად“, ავსტრიის თავდაცვის ეროვნული აკადემიის თანაორგანიზებით იმართებოდა.

მედოევისთვის მონაწილეობაზე უარის უკან უწყება საქართველოს ხელისუფლების კვალს ხედავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი