ახალი ამბები

თალაკვაძე პატრიარქზე: არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროცესების უკან დგანან იგივე ადამიანები, ვინც პარლამენტზე მიიტანა შეტევა

6 ნოემბერი, 2019 • 933
თალაკვაძე პატრიარქზე: არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროცესების უკან დგანან იგივე ადამიანები, ვინც პარლამენტზე მიიტანა შეტევა

ბათუმში, სამხედრო უსაფრთხოების კონფერენციაზე მყოფი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საპატრიარქოს და უშუალოდ პატრიარქის ირგვლივ განვითარებული მოვლენების უკან დგანან ის ძალები, ვინც „იდგნენ ასევე პარლამენტზე მიტანილი ძალადობრივი შეტევის უკან“.

“პატრიარქს და ეკლესიას აქვს ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა. ამ მოვლენების შედეგ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ვინ დგას საქართველოს, ვინ დგას სახელმწიფოს გვერდით, ვინ დგას ჩვენი ეკლესიის გვერდით და გამოჩდნენ ის ძალებიც, რომელთა ინტერესებში, მაღალი ალბათობით, შედის ეკლესიის დისკრედიტაცია და ასევე შედის სახელმწიფოს შესუსტება, სახელმწიფო ინტერესების დაზიანება.

არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროცესების უკან დგანან იგივე ადამიანები, ვინც წინა შემთხვევებში იყვნენ იმ არეულობების უკან, იდგნენ ასევე პარლამენტზე მიტანილი ძალადობრივი შეტევის უკან. საერთო ხაზი იკვეთება აქ, რომ ქვეყანაში მთავარი ინსტიტუტების დისკრედიტაცია აერთიანებს ამ მოვლენებს ჩემი დაკვირვებით. თუმცა ვერანაირი განცხადებები ვერ შეასუსტებს ჩვენს პატრიარქს და ეკლესიას”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დაახლოებით იგივე შინაარსის შეფასება ჰქონდა პატრიარქის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერ გიორგი გახარიას.

____

ყოფილმა ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ მღვდელმთავრობიდან “მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილების” გამო გადააყენეს. “საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი… ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდს”, – განაცხადა პეტრე ცაავამ.

პეტრე ცაავამ თავის კომენტარში ჟურნალისტებთან ჰომოფობიური ტერმინოლოგია გამოიყენა.

 

ამავე თემაზე:

მიტროპოლიტი პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს

მასალების გადაბეჭდვის წესი