ახალი ამბები

სასამართლომ გია უდესიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

5 ნოემბერი, 2019 • 1745
სასამართლომ გია უდესიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ გია უდესიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ზაზა გუგავას – 50 000 ლარის ოდენობით გირაო. უდესიანი ბოლო წლებია საქართველოში არ ცხოვრობს.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გია უდესიანს 4 ნოემბერს წაუყენა  ახალი ბრალდება — უძრავი ქონებისა და სამეწარმეო ორგანიზაციის წილების ჯგუფურად გამოძალვა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზება და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

ამასთან, პროკურატურის ცნობით, ამავე საქმეზე ბრალი წარედგინა მოქალაქე ზაზა გუგავას, თუმცა, მხოლოდ ჯგუფურად გამოძალვის ნაწილში.

ამ თემაზე:

უდესიანს ახალი ბრალი წაუყენეს – ჯგუფური გამოძალვა და თავისუფლების უკანონო აღკვეთა

მასალების გადაბეჭდვის წესი