კომპანია სილქნეტი ოპტიკურ ქსელში ახალ ქალაქებს რთავს. დღეიდან ახმეტის მცხოვრებთ შესაძლებლობა მიეცემათ დარეგისტრირდნენ სხვადასხვა შეთავაზებაში და მაღალტექნოლოგიური სერვისით ისარგებლონ:
„ორმაგი“ შეთავაზების პაკეტები 29 ლარიდან იწყება და მოიცავს ინტერნეტ (20მბ/წმ) და სატელევიზიო მომსახურებას- გადახვევა დაპაუზების ფუნქციით;
შეთავაზება Silk+ – მოიცავს ინტერნეტსაც, ტელევიზიასაც და მობილურ კავშირს – 34 ლარიდან.
ასევე მოქმედებს ცალკეული პაკეტები ინტერნეტსა და ტელევიზიაზე.
კომპანიას სხვადასხვა შეთავაზებები აქვს დსლ- ქსელშიც.
მიმდინარე აქციის ფარგლებში, 2020 წლის 1 მარტის ჩათვლით რეგისტრირებული აბონენტებისთვის, ინსტალაცია უფასოა.
სილქნეტის ოპტიკურ ქსელში ჩართულ აბონენტს შეეძლება HD ხარისხით უყუროს სპორტულ, კინო, შემეცნებით და სხვა სატელევიზიო არხებს, მიიღოს ინტერნეტი 20 მბ/წმ-დან, ხოლო სურვილის შემთხვევაში გაზარდოს სიჩქარე სხვადასხვა შეთავაზებით.
მრავალფეროვანი სატელევიზიო კონტენტი და კონვერგენტული შეთავაზებები, სილქნეტს გამოარჩევს სხვა სატელეკომუნიკაციო კომპანიებისგან. რეგიონებში სილქნეტის ოპტიკური ქსელი ოცზე მეტ ქალაქსა თუ დასახლებულ პუნქტშია დანერგილი: რუსთავი, ბათუმი, ქობულეთი, თელავი, ველისციხე,კაბალი, გურჯაანი, საგარეჯო, წნორი, წყალტუბო, სამტრედია, გორი, ხაშური, კასპი, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი, ბაკურიანი, ბორჯომი, ახალციხე. რაც შეეხება დიდ ქალაქებს, ქუთაისსა და ზესტაფონს, საცხოვრებელი კორპუსების გარდა, კომპანია უკვე კერძო დასახლებების დაკაბელებაზე მუშაობს. დასრულებულია სამუშაოები ცალკეულ უბნებზე : ზესტაფონში – კერძო დასახლებებში, ქუთაისში – უბანი „პლაშადკა“.
სასურველი პაკეტის შერჩევა შესაძლებელია საიტზე www.silknet.com; ასევე ცხელი ხაზის (032 2 100 100) მეშვეობით, სადაც მიმდინარეობს მსურველების რეგისტრაცია.
„სილქნეტი–ყველაფერი კავშირშია!“