ახალი ამბები

„ვისოლი“ თბილისში მომსახურების ახალ ცენტრს ხსნის

21 აპრილი, 2015 • 2018
„ვისოლი“ თბილისში მომსახურების ახალ ცენტრს ხსნის

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ მომსახურების ახალი ცენტრი კორპორაციულ მომხმარებელს საშუალებას მისცემს სრულყოფილი მომსახურება მათთვის მოსახერხებელ ადგილას მიიღოს. მომსახურების ცენტრების ქსელის განვითარება ერთგულ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქტისა და მომსახურების მიღებისთვის დამატებით კომფორტს უქმნის, რაც ჩვენი ბიზნესჯგუფის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია”, – აცხადებს “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

 

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ თბილისში უკვე სამი მომსახურების ცენტრი აქვს ვაკეში, აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კილომეტრსა და ისანში, ხოლო რეგიონებში ვისოლის სერვისცენტრები წარმატებით ფუნქციონირებს ქუთაისში, ფოთში,  ბათუმსა და ახალსოფელში.

 

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში და ნავთობპროდუქტების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. 2014 წლის თებერვლიდან „ვისოლის“ ქსელში „ეკო სუპერ 100″-ის, „ეკო სუპერის”, „ეკო დიზელის“, „ეკო პრემიუმის“ და “ეკო რეგულარის“  რეალიზაცია დაიწყო. ვისოლი ინოვატორია საქართველოს ნავთობსექტორში და უმაღლესი ხარისხის საწვავისა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით საცალო ბაზრის ლიდერია.

მასალების გადაბეჭდვის წესი