„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ თბილისში უკვე სამი მომსახურების ცენტრი აქვს ვაკეში, აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კილომეტრსა და ისანში, ხოლო რეგიონებში ვისოლის სერვისცენტრები წარმატებით ფუნქციონირებს ქუთაისში, ფოთში, ბათუმსა და ახალსოფელში.
„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში და ნავთობპროდუქტების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. 2014 წლის თებერვლიდან „ვისოლის“ ქსელში „ეკო სუპერ 100″-ის, „ეკო სუპერის”, „ეკო დიზელის“, „ეკო პრემიუმის“ და “ეკო რეგულარის“ რეალიზაცია დაიწყო. ვისოლი ინოვატორია საქართველოს ნავთობსექტორში და უმაღლესი ხარისხის საწვავისა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით საცალო ბაზრის ლიდერია.
