ახალი ამბები

კახეთში ავტოავარიას 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა

5 ნოემბერი, 2019 • 1392
კახეთში ავტოავარიას 3  ახალგაზრდა ემსხვერპლა

კახეთში, ყვარელი- თელავის დამაკავშირებელ გზაზე ავტოავარიას სამი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. ორი ადამიანი კი- საავადმყოფოში მიყვანამდე.

როგორც “ნეტგაზეთს” კლინიკაში განუცხადეს, კიდევ ერთი დაშავებული ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა.

შილდაში ყვარლის მერის წარმომადგენლის, ლევან ხუციშვილის თქმით, დაღუპულები 17-20 წლის ახალგაზრდები არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი