IDFI: 2013 წლიდან აბორტების რაოდენობამ იკლო

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ 2013 წლიდან მოყოლებული აბორტების რაოდენობამ იკლო.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ცნობით, საქართველოში 2012 წლამდე ყოველწლიურად შეინიშნებოდა აბორტების რაოდენობის მატების მზარდი ტენდენცია და 2012 წელს ოფიციალურად ორსულობის შეწყვეტის 39 225 ფაქტი დაფიქსირდა.

 

IDFI-ს ცნობით, მომდევნო წლებში გარკვეულწილად აბორტების კლებადი ტენდენცია ფიქსირდება. 2013 წელს აღნიშნული 36 537 შემთხვევამდე შემცირდა, ხოლო 2014 წელს, წინასწარი მონაცემებით, 31 908 შემთხვევა არის დაფიქსირებული.

 

ამავე მონაცემებზე დაყრდნობით, 2013 წელს 15 წლამდე მოზარდებში აბორტის 32 შემთხვევა დაფიქსირდა (მათ შორის 8 ხელოვნური), ხოლო 2014 წელს, წინასწარი მონაცემებით, 17 შემთხვევა (მათ შორის 9 ხელოვნური).

 

2013-2014 წლებში ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი სპეციალობაში „მეანობა გინეკოლოგია“ დაისვა 6 შემთხვევაში, რომელთაგან ყველაზე დიდ სანქციას წარმოადგენდა 6 თვის ვადით სერტიფიკატის შეჩერება.

აბორტების რაოდენობა 2004-2015 წლებში
აბორტების რაოდენობა 2004-2015 წლებში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მიშა მეფარიშვილი