ახალი ამბები

დენტალური იმპლანტაციის უპირატესობა ხიდისებრ პროთეზთან შედარებით [Video]

21 აპრილი, 2015 • • 7136
დენტალური იმპლანტაციის უპირატესობა ხიდისებრ პროთეზთან შედარებით [Video]

თათია ანდღულაძის თქმით, თანამედროვე დიაგნოსტიკა, კომპიუტერული, ლაზერული და ქირურგიული რობოტები იმპლანტის ჩასმის მრავალფეროვან საშუალებებს იძლევა. იმპლანტი არის ტიტანიუმის ან ცირკონოქსიდ-კერამიკის კონსტრუქცია და ანაცვლებს არა კბილის ხილვად ნაწილს, არამედ მის ფესვს. უახლესი იმპლანტი შედგება 3 მთავარი ნაწილისგან: იმპლანტი, ანუ ხელოვნური ფესვი, რომელიც თავსდება ყბის ძვალში, აბატმენტი და ხილვადი ნაწილი, ანუ იმპლანტის გვირგვინი. აბატმენტისა და გვირგვინის მოთავსება შესაძლებელია ისე, რომ იგი ზუსტად ჩაჯდეს კბილთა რიგში. აღნიშნული მეთოდით დაკარგული კბილის ადგილზე მოთავსებული იმპლანტის გარანტია სწორად მოვლის შემთხვევაში 25 წელია. შესაძლოა, იმპლანტი ამ დროის შემდეგაც ვარგისი იყოს, თუმცა, გამომდინარე ტექნოლოგიის სიახლიდან, უფრო ხანგრძლივი პრაქტიკა, ჯერჯერობით, არ არსებობს. იმპლანტის ამოღებული კბილის ადგილზე თავსდება ისე, რომ ექიმი არ ეხება გვერდითა კბილებს და არ აზიანებს მას.

 

„განსხვავებული სიტუაციიაა, როცა პაციენტი ითხოვს აქამდე კარგად ცნობილი, ე.წ. ხიდისებრი პროთეზის ჩასმას. ხიდისებრი პროთეზის ჩასმამდე ჩვენ უნდა დავხეხოთ გვერდითა კბილები, რომელსაც ვიყენებთ ჩასასმელი კბილის საყრდენად. ასეთ შემთხვევაში კბილები შეიძლება გახდეს სენსიტიური და, შესაძლოა, დასჭირდეს ნერვის მოკვლა. ხიდი, რომელიც რეალურად არის ორ გვირგვინს შორის მოთავსებული კბილი, მაგრდება ამ ორ პრეპარირებულ, ანუ დახერხილ კბილზე“, – ამბობს ქირურგი-იმპლანტოლოგი თათია ანდღულაძე. მისივე თქმით, ადრეულ სტადიაზე, იმპლანტსა და ხიდისებრი პროთეზს თუ ერთმანეთს შევადარებთ, ესთეტიური თვალსაზრისით, შეიძლება, ორივეს ერთნაირი ეფექტიც კი ჰქონდეს. თუმცა, დროთა განმავლობაში, ხიდის შემთხვევაში, დაკარგული კბილის ადგილზე შესაძლოა განვითრდეს ძვლის ატროფია, რომელსაც ხშირად მოჰყვება ღრძილის აწევა გვერდით კბილებზე.  თუ ფესვსა და გვირგვინს შორის შეერთება არ არის სრულყოფილი, გვირვინის შიგნით ვითარდება კარიესი. მათი აღმოჩენა, როგორც წესი, რთულია და თუ დროულად ვერ აღმოვაჩინეთ, ის გავრცელდება კბილის ფესვის არხში და ფესვის მიღმა, საიდანაც ფესვის კისტაც ვითარდება. გარდა ამისა, შეიძლება განვითარდეს ფესვის მოტეხილობა, რის შედეგადაც პაციენტი კარგავს კიდევ ერთ ჯანმრთელ კბილს. 

 

თათია ანდღულაძის თქმით, ასეთ შემთხვევაში გამოსავალი მხოლოდ ხიდის მოხსნა და დაზიანებული ფესვის ამოღებაა. თუ მკურნალობა ისევ ხიდისებური პროთეზირებით გაგრძელდება, უნდა დაიხეხოს მომდევნო კბილი და ის უნდა იქნეს გამოყენებული ახალ საყრდენად. ანუ, კიდევ ერთი კბილი უნდა დაზიანდეს. ძვლის დაკარგვის გამო, ახალი ხიდი არაესთეტიურიცაა და არასაიმედოც, რადგან ატროფირების პროცესი გაგრძელდება. 

 

„იმპლანტი და მასზე დამაგრებული კბილი ღეჭვითი ფუნქციის აღდგენის ოქროს სტანდარტია“, – ამბობს სტომატოლოგიური კლინიკა „ინდიგოს“ დამფუძნებელი, ქირურგ-იმპლანტოლოგი თათია ანდღულაძე. მისივე თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში იმპლანტი გაცილებით უფრო იაფია, ვიდრე ხიდისებრი პროტეზი.  

 

“ინდიგოს” სტომატოლოგიური რჩევების მისაღებად შეგიძლიათ გამოიწეროთ არხი იუთუბზეასევე, გაეცნოთ კლინიკის ოფიციალურ გვერდს ფეისბუქზე.

 

კონსულტაციაზე და ექიმთან ჩასაწერად დარეკეთ ნომრებზე: (+995 32) 2 731313; (+995) 514 311113

მასალების გადაბეჭდვის წესი