ახალი ამბები

შსს: ფოთში ჰეროინის უკანონო შეძენა–შენახვაში ბრალდებული დააკავეს

21 აპრილი, 2015 • 1002
შსს: ფოთში ჰეროინის უკანონო შეძენა–შენახვაში ბრალდებული დააკავეს

როგორც შსს–ს განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 1 შეკვრად დაფასოებული, ხოლო მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას – 10 შეკვრა ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს. შსს–ს ცნობით, ამოღებულია 2,0872 გრ ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც 0,87566 გრ ჰეროინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

 

ფოტო –  შსს–ს ვიდეომასალიდან
ფოტო – შსს–ს ვიდეომასალიდან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი