ახალი ამბები

ტრამპი: სიამოვნებით მივიღებდი ზელენკის თეთრ სახლში

3 ნოემბერი, 2019 • 731
ტრამპი: სიამოვნებით მივიღებდი ზელენკის თეთრ სახლში

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უნდა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში ეწვიოს; მისი თქმით, აქვს მოლოდინი, რომ უკრიანის ლიდერი მის მოწვევას მიიღებს.

„გადაჭრით ვიტყვი, რომ მოვიწვევდი“, — უთხრა ტრამპა რეპორტიორებს 2 ნოემბერს თეთრ სახლთან, — „სიამოვნებით მივიღებდით მას თეთრ სახლში, თუკი მოისურვებდა, და ვფიქრობ, რომ მოისურვებს“.

25 ივლისს ტრამპმა ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას მას სთხოვა, უკრაინას გამოეძიებინა მისი პოლიტიკური მეტოქის, ჯო ბაიდენის ვაჟის, საკითხი, რასაც წარმომადგენლობით პალატაში დემოკრატების მხრიდან ტრამპის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება მოჰყვა.

თეთრმა სახლმა დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის ტრანსკრიპტი სექტემბრის ბოლოს გამოაქვეყნა; დოკუმენტით დასტურდება, რომ ტრამპმა მართლაც სთხოვა ზელენსკის მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტის, ჯო ბაიდენის შვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება. საუბარია პერიოდზე, როცა ბაიდენის ვაჟი უკრაინულ კომპანიაში იყო დასაქმებული.

ტრამპი ზელენსკის ეუბნება, რომ ბაიდენის შვილზე გარკვეული ინფორმაცია არსებობდა, თუმცა ჯო ბაიდენმა გავლენა გამოიყენა, რათა გამოძიება შეეჩერებინა, ხალხს კი აინტერესებს, რეალურად რა მოხდა და კარგი იქნებოდა, თუ გენერალურ პროკურორს გაესაუბრებოდა. საპასუხოდ ზელენსკი ამბობს, რომ იზრუნებს ამ საკითხზე და საქმეს გამოიძიებენ.

ტრამპის შესაძლო იმპიჩმენტი: რა ხდება, რატომ და როგორ?

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.