ახალი ამბები

ამაზონის ტყის ადგილობრივი დამცველი ბრაკონიერებმა მოკლეს

3 ნოემბერი, 2019 • 1661
ამაზონის ტყის ადგილობრივი დამცველი ბრაკონიერებმა მოკლეს

ამაზონის ტყის ადგილობრივი მცველი, 20 წლის პაულო პაულინო გუაჟაჟარა, ბრაკონიერებმა მოკლეს, მეორე ტყის მცველი კი დაჭრეს, – იუწყება BBC.

ბრაკონიერები 1 ნოემბერს დაესხნენ თავს ადგილობრივებს. ბრაზილიის იუსტიციის მინისტრის თანახმად, საქმეს ფედერალური პოლიცია იძიებს. ხელისუფლების ცნობით, გუაჟაჟარას თავში ესროლეს.

ეჭვმიტანილები ხის არალეგალურად მჭრელები არიან, რომლებიც, გამოძიების თანახმად, უკანონოდ შეიჭრნენ ნაკრძალის ტერიტორიაზე და თავს დაესხნენ ტყის მცველებს. პოლიციის თანახმად, ერთ-ერთი თავდამსხმელი ორმხრივი სროლისას მოკლეს.

პაულო პაულინო „ტყის მცველთა“ წევრი იყო, — ეს არის ჯგუფი, რომელიც ეწინააღმდეგება უკანონო ხის ჭრას ამაზონის ტყეში. BBC-ის თაანხმადვე, მკვლელობა აძლიერებს შეშფოთებას ამაზონის ტყის მცველების მიმართ გაზრდილი ძალადობის გამო.

არაკომერციული ჯგუფი „Survival International“, რომელიც იზოლირებულ თემებს ადვოკატირებს, აცხადებს, რომ სულ მიცრე, ბოლო პერიოდში ამ რეგიონში – არარიბოიაში – სამი ტყის მცველი მოკლეს. „ტყის მცველები“ 2012 წელს შეიქმნა იქაური ტყის ბრაკონიერებისგან დასაცავად. ჯგუფი ხშირად პატრულირებს და წინააღმდეგობას, მათ შორის შეიარაღებულ წინააღმდეგობას, უწევს ბრაკონიერებს.

ბრაზილიის პოპულისტ პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროს მწვავედ აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, იმის გამო, რომ აღმოსავლეთ ამაზონში ტყის მცველთა ტერიტორიას არ იცავს. მას ასევე არაერთხელ დაუჭერია მხარი ფერმერებისა და ტყის მჭრელებისთვის, რომლებიც ამ არეალში მუშაობენ, ამის პარალელურად კი აკრიტიკებს გარემოს დამცველებს, ასევე, შეამცირა გარემოს დაცვის სააგენტოს ბიუჯეტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი