ახალი ამბები

ბერა ივანიშვილის თქმით, ამაზონის ტყის აღსადგენად 1,1 მლნ დოლარს გადარიცხავს

22 ოქტომბერი, 2019 •
ბერა ივანიშვილის თქმით, ამაზონის ტყის აღსადგენად 1,1 მლნ დოლარს გადარიცხავს

ბერა ივანიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ამაზონის ტყის ხანძრის შედეგებთან საბრძოლველად 1,1 მილიონ აშშ დოლარის გადარიცხავა გადაწყვიტა.

ბერა ივანიშვილი მიმართვაში ამბობს, რომ აღნიშნულ თანხას ტყის ხანძრებთან ბრძოლის ორგანიზაცია ISA-ს ჩაურიცხავს, რომელსაც ენდობა. ბერა ივანიშვილის თქმით, ბრაზილიელმა ფანებმა ოჯახის წევრივით მიიღეს და ახლა სურს, დაეხმაროს ბრაზილიელ მეგობრებს, რომლებიც “ჩვენსა და კატასროფას შორის დგანან”.

“მე გადავწყვიტე, 1,1 მილიონი დოლარი ვაჩუქო ამ ორგანიზაციას, რაც მოიცავს როგორც ჩემს დანაზოგს, ისე ჩემი ოჯახის კონტრიბუციას. ნებისმიერი კონტრიბუცია მნიშვნელოვანია. ერთად ჩვენ შევცვლით”, – ამბობს ივანიშვილი.


ბრაზილიაში, ამაზონის ტყეებში გაჩენილი ხანძრების ინტენსივობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიმდინარე ზაფხულს მიაღწია.

ამ თემაზე:

ბრაზილია ამაზონის ხანძრის ჩასაქრობად G7-ის მიერ გამოყოფილ დახმარებაზე უარს ამბობს

მასალების გადაბეჭდვის წესი