ახალი ამბები

მომღერალ გრეგორი ლეპსს ლატვიაში შესვლა აუკრძალეს

3 ნოემბერი, 2019 • 1154
მომღერალ გრეგორი ლეპსს ლატვიაში შესვლა აუკრძალეს

ლატვიამ ცნობილ რუს მუსიკოსს, გრიგორი ლეპსს (ლეფსვერიძეს) ქვეყანაში შესვლა აუკრძალა და არასასურველი პირების სიაში შეიყვანა. იგი ლატვიის დედაქალაქ რიგაში მომავალ თებერვალში გეგმავდა კონცერტს.

ეს გადაწყვეტილება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარ რინკევიჩმა, გააცნო საზოგადოებას. ლატვიის მხარე ამ ნაბიჯს უკავშირებს ლეპსის „საეჭვო კავშირებს დანაშაულებრივ სამყაროსთან“, რასაც იგი უარყოფს.

ლეპსი არაერთი სახელმწიფოს ჰყავს გამოცხადებული პერსონა ნონ-გრატად. ამერიკის შეერთებული შტატები იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც 2013 წელს აუკრძალა მას ქვეყანაში შესვლას. აშშ-ის ხელისუფლების თანახმად, არსებობს კავშირები ლეპსსა და რუსულ კრიმინალურ ჯგუფს შორის, რომელიც ნარკოტრაფიკთანაა კავშირში. ლეპსი ბრალდებას „სასაცილოსა და აბსურდულს“ უწოდებს.

2018 წელს მას ისრაელმაც აუკრძალა ქვეყანაში შესვლა, თუმცა საბოლოოდ მაინც შეუშვეს და თელ-ავივლში კონცერტი ჩაატარებინეს.

2016 წელს მას დიდმა ბრიტანეთმაც აუკრძალა ქვეყანაში შესვლა. იგივე გადაწყვეტილება აქვს მიღებული ლიეტუვას.

ლეპსმა საქართველოში კონცერტები 2014 და 2017 წლებში გამართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი