ახალი ამბები

ილია მეორე: მადლობელი ვარ თანადგომისთვის

3 ნოემბერი, 2019 • 2162
ილია მეორე: მადლობელი ვარ თანადგომისთვის

დღეს, 3 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო წირვის შემდეგ მრევლს მიმართა:

„მე დღეს ქადაგება არ მექნება, შეგონება მექნება. მწუხარებამ გაგვაერთიანა ერთმანეთთან და ღმერთთან. გაუფრთხილდით სამშობლოს და ეკლესიას, ამაშია ძალა ქართველი ერისა.

გეძლევათ ლოცვა-კურთხევა რომ დღეს სახარებიდან წაიკითხოთ ერთი თავი, მთელ საქართველოში. ეს მოგცემთ თქვენს მადლს და წყალობას.

დალოცვილი იყავით, მადლობელი ვარ თანადგომისთვის. თანადგომა გამოიჩინეს სხვა რელიგიების წარმომადგენლებმაც, მუსულმანებმა და სხვებმა, გაიხარეთ. ჩვენთან არს ღმერთი“.

ილია მეორე დღეს პირველად გამოჩნდა სინოდის სკანდალური სხდომის შემდეგ. წირვის შემდეგ იგი სამებაში შეკრებილმა მრევლმა ტაშითა და შეძახილებით, „გვიყვარხარ“, გააცილა.

სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ მღვდელმთავრობიდან „მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილების“ გამო გადააყენეს. როგორც მან სინოდის სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება სინოდის თავმჯდომარემ, პატრიარქმა მიიღო.

პეტრე ცაავამ თავის კომენტარში ჟურნალისტებთან ჰომოფობიური ტერმინოლოგია გამოიყენა: „საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი… ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდს“, – განაცხადა მან,

სინოდის 31 ოქტომბრის სხდომის ოქმის თანახმად, სინოდმა მიტროპოლიტ პეტრე ცაავას, გარდა ეპარქიის მმართველობისგან და სინოდის წევრობისგან გათავისუფლებისა, აუკრძალა მღვდელმოქმედება და მონასტერში გაამწესა.

მასალების გადაბეჭდვის წესი